ბადრი ჯაფარიძე ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე – აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა!

აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კიდევ ერთხელ დადასტურდა! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომელიც ვიზიტით -ში იმყოფება.
მისივე თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის შეხვედრა ჰქონდათ კონგრესმენ ჯო უილსონთან, რომელიც „ქართველი ხალხის მხარდამჭერია“.
„უილსონი საკმაოდ კარგადაა ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
შეხვედრისას მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნებისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.
ახალი ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ამ უმნიშვნელოვანეს პროცესებში ჩვენ გვერდით დგას!“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.