„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები, , ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.
კოალიციის ინფორმაციით, მ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.
„რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი! პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
კონგრესმენ უილსონთან ისევე, როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც, სამწუხაროდ,„ქართული ოცნება“ ავრცელებს თავის ამომრჩეველში არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – რასაც უწოდებდნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო, ორჯერ – უკრაინა – დღეს პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი

ირაკლი კობახიძე – თუკი ვინმე და რამე იხევს უკან თანამედროვე სამყაროში, ეს არის ევროკავშირი – სამწუხაროდ, არ გვაქვს პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ არ იცვლება დამოკიდებულება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან