,, ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს” – ხაზარაძე უილსონთან შეხვედრაზე

აშშ-ში ვიზიტად მყოფი “ძლიერი საქართველოს” ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ:
,,MEGOBARI ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას და საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას განაგრძობს!
ეს განწყობაა კონგრესმენებთან ყველა ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელსაც ამ დღეებში ვაშინგტონში ვმართავთ.
დღეს განსაკუთრებით ემოციური და ამავდროულად საქმიანი შეხვედრა გვქონდა ქართველი ხალხის დიდ გულშემატკივართან და უკვე ჩვენს მეგობართან, კონგრესმენ Joe Wilson-თან, რომელსაც ხალხის რჩეული, გამარჯვებული ოპოზიციის ერთობლივი დოკუმენტი გადავეცით.
კონგრესმენი საქართველოს მართლაც რომ დიდი გულშემატკივარია, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ზედმიწევნით დეტალური ინფორმაცია აქვს, კაბინეტში საქართველოს დროშაც უკიდია და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართული საზოგადოების ძლიერი მხარდამჭერია.
ახალი ადმინისტრაცია სრულად იზიარებს ქართველი ხალხის სამართლიან მოთხოვნებს – დაინიშნოს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და რაც მთავარია – აღდგეს კონსტიტუციური სამართალი და საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ კურსს!“

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…