ევროკომისიამ განბლოკა უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმრება

ევროკომისიამ ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უნგრეთისთვის ათმილიარდიანი დახმარების განბლოკვის შესახებ. აქამდე უნგრეთი ამ დახმარებას ვერ იღებდა კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული კითხვების გამო.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, ბუდაპეშტმა შეასრულა პირობები, რომლებიც საჭირო იყო ამ დახმარების მისაღებად.
„გარდიანის“ ცნობით, ეს საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილებაა. უნგრული სამოქალაქო საზოგადოების ცნობით, მთავრობას ბოლომდე არ შეუსრულებია პირობები, ხოლო ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფები, მათ შორის ევროპის სახალხო პარტია და სოციალისტები და დემოკრატები, აპირებენ, შეშფოთების წერილი გაუგზავნონ კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
სავარაუდოდ, დახმარების განბლოკვა უკავშირდება უნგრეთის წინააღმდეგობას ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თაობაზე. ბუდაპეშტი აცხადებდა, რომ ეს ოპოზიცია უკრაინის შიდა პრობლემებით – კორუფციით და ა.შ., იყო განპირობებული, თუმცა ანალიტიკოსები და პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად უნგრეთის პოზიცია სწორედ დახმარების განბლოკვაზე იყო მიბმული.
ამ განბლოკვის მიუხედავად, უნგრეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არაა გარანტირებული. ორბანის დამხმარის განცხადებით, უნგრეთის პოზიციას დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილის განბლოკვა ვერ შეცვლის.
· 30 მილიარდი უკრაინის EU-ს წევრობის სანაცვლოდ — უნგრეთის ახალი მოთხოვნა

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა