“”ოცნება” უაღრესად ლოგიკურად აგრძელებს “მოღვაწეობას”. ძალიან კარგი. ახლა მთავარია არ გაჩერდნენ და ბოლომდე რქებით მიაწვნენ.
არ უნდა დატოვონ არცერთი პოლიტიკური ტაბუ დაურღვეველი და არცერთი წითელი ხაზი გადაულახავი.
ვინმეს ჰგონია რომ იმ “მოსამართლეებს” შიოდათ და იმიტომ მივიდნენ ბანკეტზე?
მივიდნენ, რათა ბანდისათვის ერთგულება დაედასტურებინათ. არმისულები სასტიკად დაისჯებოდნენ.
გახარია ყველაზე ტიტულოვანი ყოფილი “მეოცნებეა”, რომელიც დროულად მიხვდა ბანდის წესების შედეგებს და გადადგა, გაეცალა.
სინდიკატისათვის ძალიან საშიში პრეცედენტი შექმნა თავისი საქციელით. ამიტომ, გასაკვირი არ არის რომ გამორჩეულად გაუსწორდნენ.
მალე ყველა ურყევად დარწმუნდება, რომ ბანდასთან და ბანდიტებთან საუბარი, დამუნათება, შერცხვენის ან თავის შებრალების მცდელობა უნაყოფო სიბრიყვეა.
ქართულმა სახელმწიფომ არსებობა კარგა ხანია შეწყვიტა. საქართველომ დატოვა ცივილიზაციის ფარგლები. ურწმუნონი ძალიან მალე იგრძნობენ და იხილავენ ამ რეალობის ყველა ასპექტს და მის შედეგებს. და არამარტო ურწმუნონი, საქართველოს ყველა მოქალაქე.
სამწუხაროა, რომ ჭკუის სწავლება ქვეყნის დაქცევის პირამდე მიყვანით გახდება შესაძლებელი, მაგრამ სხვა გზა აღარ დავტოვეთ.
კარგია რომ ყველანაირი ილუზია “ოცნების” დაბრუნებისა საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში, შეუქცევადად გაქრა. ამიტომ, განაგრძეთ, აღარ გაჩერდეთ…” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.