Bloomberg: ევროპელები არწმუნებენ ტრამპის გუნდს, არ მოხდეს რუსეთთან მოლაპარაკებების ფორსირება

ევროპაში ფრთხილი ოპსტიმიზმით მოელიან, რომ -ის არჩეული პრეზიდენტი უკრაინას არ აიძულებს, წინასწარი მოლაპარაკებები დაიწყოს რუსეთთან. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
სააგენტოს წყაროების თანახმად, ეს მოლოდინი გაჩნდა ტრამპის გუნდის წევრებთან პირადი საუბრების შემდეგ, რომლებშიც ევროპელი პოლიტიკოსები ასაბუთებდნენ უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობას.
Bloomberg-ის თანამოსაუბრეთა სიტყვბეით, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ზრდის იმის ალბათობას, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია დაეხმაროს კიევს, ძალის პოზიციიდან იმოქმედოს, სანამ რაიმე მოლაპარაკებები დაიწყებოდეს.
ამავე დროს მოლაპრაკებების მონაწილეები ამბებენ, რომ არ იციან, საბოლოოდ რას გააკეთებს -ის პრეზიდენტი, რომელიც სარგებლობს რეპუტაციით, რომ უკუაგდებს რჩევებს და უკანასკნელ მომენტში ცვლის პოზიციას.
როგორც ჩანს, ტრამპის გუნდის წევრებს გაცნობიერებული აქვთ ორი არგუმენტი, ამბობენ Bloomberg-ის წყაროები. ერთი მხრივ, აშშ-ის ლიდერი დგას რისკის წინაშე, რომ ისეთივე დამცირების წინაშე აღმოჩნდეს, რომელიც ემგვანება ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების ქაოსურ გაყვანას, თუკი ის უარს იტყვის კიევის დახმარებაზე. მეორე მხრივ, რუსეთის გამარჯვება ჩინეთს უფრო აგრესიული პოლიტიკისკენ უბიძგებს.
გასულ კვირაში კით კელოგმა, კანდიდატმა უკრაინის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის პოზიციაზე, Fox News-თან ინტერიუში განაცხადა, რომ ისურვებდა, რომ საკითხი ახალი ადმინისტრაციის პირველი ასი დღის განმავლობაში გადაჭრილიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება