„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორის დაკავების გამო მედიასაშუალებების ნაწილი წყვეტს მუშაობას

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა მედიაგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს, მზია ამაღლობელს, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ასეთი იქნება საქართველო კრიტიკული მედიის გარეშე. თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა პატიმარს. ჩვენ გავიფიცეთ“, – ეს წარწერა გამოჩნდა გაფიცული ტელევიზიების ეკრანებსა და ონლაინმედიის ვებსაიტებზე.
წინასწარი შეთანხმებით, გაფიცვას უერთდებიან:
· “ფორმულა”;
· “ტვ პირველი”;
· “მთავარი არხი”;
· “ტვ პალიტრა”;
· “ტვ კავკასია”;
· BMG;
· “ნეტგაზეთი”;
· “ბათუმელები”;
· “პუბლიკა”;
· “ინდიგო”;
· “ჯემნიუსი”;
· “სტუდია მონიტორი”;
· “მთის ამბები /საქართველოს ამბები”;
· “მედიაჩეკერი”;
· Chai Khana;
· “ტაბულა”;
· On.ge;
· OC Media;
· “მედია აპრილი”;
· Civil.ge;
· “პროექტი 64”;
· “რეალპოლიტიკა”;
· “რადიო მარნეული”;
· Qartli.ge;
· “აი, ფაქტი”;
· “მაუწყებელი”;
· TOK TV;
· “ფორბს-საქართველო”;
· “სამხრეთის კარიბჭე”;
· “აგროგარემო TV”;
· “ოდიში TV”;
· “რადიო ოდიში”;
· “იმერვიზია TV”;
· “გურია TV”;
· “მეცხრე ტალღა”;
· JRC;
· “რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი” – GARB;
· “აქცენტი”;
· “აჭარა თაიმსი”;
· TV 25;
· „TV მონიტორინგი“;
· „ჩემი ხარაგაული“;
· CNews Exclusive.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში ის სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს.
-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს: „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი “.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა Women Press Freedom-ი. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ამაღლობელი და მისი კოლეგები აშუქებდნენ, როგორ უსამართლოდ აკავებდა [დემონსტრანტებს] ს პოლიცია. ვითხოვთ, მოეხსნათ ბრალი და შეწყდეს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა საქართველოში“, – წერია განცხადებაში.