15 იანვარი, 15:00-დან 18:00 საათამდე “იფიცება საქართველო” – ვინ უერთდება გაფიცვას?

15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია – ახალი და აქციებზე დაკავებული პირების განთავისუფლება.
გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა გუშინ, განცხადება გაავრცელა ორმა ყველაზე დიდმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა და თიბისიმ. ფინანსური ინსტიტუტები წერენ, რომ ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მათ თანამშრომლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, გაფიცვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა