ნიკოლაი პატრუშევი – არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ნიკოლაი პატრუშევი არ გამორიცხავს, რომ მ, როგორც სახელმწიფომ, 2025 წელს არსებობა შეწყვიტოს.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ ნეონაცისტური იდეოლოგია და ყოვლისმომცველი რუსოფობია ანადგურებს უკრაინის ერთ დროს აყვავებულ ქალაქებს, მათ შორის ხარკოვს, ოდესას, ნიკოლაევს და დნეპროპეტროვსკს. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ წელს უკრაინამ არსებობა საერთოდ შეწყვიტოს“, – აღნიშნა პატრუშევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებები სხვა დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს.
„თუ საუბარია მოვლენების შემდგომი განვითარების კონკრეტულ პერსპექტივაზე ტრამპის ფაქტორის გათვალისწინებით, პატივს ვცემთ მის განცხადებებს. მიმაჩნია, რომ უკრაინაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დასავლური ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს. ლონდონთან ან ბრიუსელთან სალაპარაკო არაფერია. მაგალითად, ევროკავშირის ხელმძღვანელობას დიდი ხანია აღარ აქვს უფლება ისაუბროს მისი მრავალი წევრის სახელით, როგორიცაა უნგრეთი, , ავსტრია, რუმინეთი და სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროპაში სტაბილურობით და რუსეთთან მიმართ დაბალანსებული პოზიციის დაკავებით“, – აღნიშნა პატრუშევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია