ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა

ევროპული საბჭოს სამიტამდე ევროკომისიამ უნგრეთისთვის 10 მილიარდი ევრო განბლოკა. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.
ცნობისთვის, აქამდე უნგრეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების 10 მილიარდი ევრო გაყინული იყო ქვეყანაში კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
“დეტალური შეფასებისა და უნგრეთის მთავრობასთან აზრთა რამდენიმე გაცვლის შემდეგ ევროკომისია თვლის, რომ უნგრეთმა მიიღო ზომები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც აიღო, რათა ევროკომისიამ ჩათვალოს, რომ ძირითადი უფლებების შესახებ ევროკავშირის ქარტიის ჰორიზონტალური პირობა შესრულებულია ნაწილში, რომელიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება.
ეს ნიშნავს, რომ ერთსულოვნების პოლიტიკის დაფინანსების ნაწილი აღარ იქნება დაბლოკილი, შესაბამისად, უნგრეთს შეუძლია დაახლოებით 10.2 მილიარდი ევროს ოდენობის გადასახადებზე მოთხოვნა დაიწყოს”, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიის თქმით, ის ყურადღებით დააკვირდება უნგრეთის მიერ მიღებული ზომების შესრულებას და დროს ნებისმიერ მომენტში ევროკომისია თუ ჩათვლის, რომ პირობები აღარ სრულდება, მას კვლავ შეუძლია დაფინანსების დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ