“დაკავების დროს იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, თმებით თრევა და მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან” – მაცაბერიძე

სამოქალაქო აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და მუქარაზე საუბრობს – ” დაკავების დროს ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი , მათ შორის, თმებით თრევას და ეს იყო მათი სადამსჯელო რაღაც და ასევე იყო მუქარა, თუ არ გავჩერდები უფრო მეტად დამსჯიან. სახეზე ეკეთა ნიღაბი და ვერ ვიცანი ვინ იყო” – განუცხადა “მთავარ არხს” მაცაბერიძემ ს საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს მისი პროცესი უნდა გაიმართოს.
შუშანა მაცაბერიძე 12 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი აქციაზე დაკავებულებს – თუ კიდევ გამოქვეყნდება პროცესის ამსახველი რაიმე ფოტო სოციალურ ქსელში, კანონით გათვალისწინებულ ზომებს მივმართავ და შეიძლება სხდომაც დავხურო

მზია ამაღლობელმა შესაძლოა, დღეს სასამართლოს ჩვენება მისცეს – „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის პროცესს ევროკავშირის ოფისის, დანიის, შვედეთის, ესტონეთის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან