მარკო მიხელსონი – საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა – რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს

რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში ბუქარესტის კატასტროფული სამიტის შემდეგ შეიჭრა და მისი ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია მოახდინა. რუსებმა ღიად განაცხადეს, რომ ეს ნატო-ს გაფართოების შესაჩერებლად გააკეთეს, – ამის შესახებ ს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს და სტატიას სახელწოდებით „ს ნატოში გაწევრიანება შეუძლია – თუ მოკავშირეები მზად არიან გამბედაობა გამოიჩინონ“ ეხმაურება, რომელსაც Politico-ში „ჰადსონის“ ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი აქვეყნებს.
Politico-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ლუკ კოფი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მდგრადი და ეფექტური მშვიდობის უზრუნველყოფა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას შეუძლია.
„1952 წელს ნატო-ს პირველი გაფართოების შემდეგ, მისმა ღია კარის პოლიტიკამ ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გააძლიერა, მაგრამ ს მავნე ქმედებებმა საქართველოში, სა და მოლდოვაში და ტრანსატლანტიკური საზოგადოების უუნარობამ, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს – ფაქტობრივად მოსკოვს ნატო-ს მომავალ წევრობაზე დე ფაქტო ვეტო დადების უფლება მისცა. ახლა რუსეთმა იცის, რომ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების თავიდან ასაცილებლად, შეჭრა და მისი ნაწილობრივი ოკუპაცია საკმარისია“, – ნათქვამია სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, ტერორისტული აქტია – დარწმუნებული ვარ, დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, დაკვეთა იყო BBC-ის თემაში

მიხეილ ყაველაშვილი – სამწუხაროა, რომ ცნობილი მედიასაშუალება, როგორიც არის „ბიბისი“, თავს აძლევს უფლებას, ბოლომდე გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაუშვას და დააზიანოს ჩვენი ქვეყანა – მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სრულყოფილად იქნას გამოძიებული