უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 58 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 80 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 58 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 21 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ს, კიროვოგრადის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად კიევის, ჟიტომირის, ხარკოვისა და ჩერკასის ოლქებში კერძო სახლები, საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები დაზიანდა.
„მსხვერპლი არ არის, დაშავებულებს დახმარება გაუწიეს“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – თორნიკე რიჟვაძის „მკვლელი“ არის ივანიშვილი და სისტემა, რომელიც შექმნა – ქვეყანაში რაც ხდება, ამას “ბეზპრიდელი” ჰქვია, სახელმწიფოს ნაცვლად, მივიღეთ წუმპე, ივანიშვილის კორპორაცია

ირაკლი კობახიძე რიჟვაძის საქმეზე მედიაში გავრცელებულ წერილზე – სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება, აბრალებენ ათას ტყუილს, შეურაცხყოფას აყენებენ – არ მითქვამს, რომ მედიები იგულისხმება, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ