2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსებაზე.
მისი თქმით, 2020 წელს, ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების პროგრამების დაფინანსება, ჯამში, 1 მილიარდ 900 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. 2024 წლისთვის, აღნიშნული დაფინანსება თითქმის გაორმაგებულია და 3 მილიარდ 550 მილიონ ლარს აჭარბებს. დაფინანსების ჯამური მოცულობიდან:
· 1 მილიარდ 630 მილიონი ლარი მიიმართება ზოგადი განათლების დაფინანსებაზე;
· 790 მილიონი ლარი გათვალისწინებულია საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად;
· სკოლამდელი განათლების დაფინანსება შეადგენს 440 მილიონ ლარს;
· პროფესიული განათლებისთვის გამოყოფილია 113 მილიონი ლარი;
· უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მიიმართება 245 მილიონი ლარი;
· სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება შეადგენს 333 მილიონ ლარს.
