პრემიერის მიერ ევროპელ პარტნიორებთან გაგზავნილი წერილი დროული და კარგად გააზრებულია, ოპოზიცია წერილს საბაბის გარეშე აკრიტიკებს – ირაკლი კობახიძე

ევროპული საბჭოს სხდომის გახსნამდე ერთი დღით ადრე ს მიერ ევროპელ პარტნიორებთან წერილის გაგზავნა იყო ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია პრემიერის წერილს ყოველგვარი საბაბის გარეშე აკრიტიკებს.
„ეს კომუნიკაცია მთელი ამ დროის განმავლობაში წარიმართებოდა. მათ შორის, უამრავი შეხვედრა შედგა უშუალოდ ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ხვალ და ზეგ იქნება ევროპული საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა, ამ სხდომის გახსნამდე ერთი დღით ადრე ევროპელ პარტნიორებთან წერილის გაგზავნა იყო ძალიან სწორი და მნიშვნელოვანი. პრემიერის მიერ დასმული აქცენტებიც არის სწორი, რადგან საუბარია იმ რეფორმებზე, რომლებიც განხორციელდა, საუბარია პროგრესზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ აქვს ქვეყანას. ასევე, საუბარია ქართველი ხალხის სულისკვეთებაზე, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. აქედან გამომდინარე, ეს წერილი არის დროული და კარგად გააზრებული.
რაც შეეხება ოპოზიციას, როგორ შეიძლება, ყველაფერში იმის საბაბს ეძებდე, რომ სპეკულაციები მოაყოლო? ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, როცა პრემიერი წერილს გზავნის. ოპოზიცია ამ წერილს ყოველგვარი საბაბის გარეშე აკრიტიკებს. ასეთ დროს ჩანს, რომ მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რაღაცნაირად დააზიანონ პროცესი, რაც დაკავშირებულია სტატუსის მიღებასთან. აქ მაინც ხომ შეუძლიათ, გაჩუმდნენ? ჩანს, რომ მათი ერთადერთი თვითმიზანია, ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს და პროცესს რაიმე ზიანი მიაყენონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას