“სისტემას სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია” – თეატრალურის სტუდენტების განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შემდეგ, საგანგებო განცხადება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაავრცელეს.
ახალგაზრდები, რომლებიც ღამეს თეატრალური უნივერსიტეტის კედლებში ათენებენ, აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გამარჯვებამდე გრძელდება.
“ვერ დავუბრუნდებით სწავლას, მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან!” – ამბობენ პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები.
დღეს თსუ-ის სტუდენტებმა საკუთარი უნივერსიტეტი დაიკავეს და ამით გააძლიერეს სტუდენტური ერთობა. მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სტუდენტები უკან არ დავიხევთ! ჩვენ ერთად ვდგავართ და არ ვაპირებთ დანებებას! ვერ დავუბრუნდებით სწავლას, მაშინ, როცა სხვა სტუდენტები ციხეში სხედან! გვაქვს ორი საერთო მოთხოვნა! დაინიშნოს ხელახალი და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები! სისტემამ არაერთხელ აჩვენა რომ სტუდენტების წინააღმდეგობის ეშინია, არაერთხელ შეეცადა ჩვენ გაჩუმებას, მაგრამ ჩვენი ხმა უფრო და უფრო ძლიერდება! ძალა სტუდენტების ერთობაშია!”, – განაცხადეს სტუდენტებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს