მოსკოვმა კიევზე სარაკეტო ტერორი განაახლა – უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით საოკუპაციო ძალამ 10 რაკეტა გაუშვა, აქედან ნაწილი ბალისტიკური იყო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიზანში ისევ უკრაინის დედაქალაქი ამოიღეს. ამჯერად თავდასხმა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კიევში კრემლის იერიშების შედეგად 53 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა იყო ოდესაზეც, რუსეთის არმიის მიერ საპორტო ქალაქის დაბომბვის დროს 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.
უკრაინის უდიდეს ქალაქებზე რუსეთის მასიური შეტევა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობდა. სწორედ ეს თავდასხმები აღმოჩნდა დამატებით კიდევ ერთი არგუმენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკა დახმარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა .

ზელენსკი თეთრ სახლში სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, რაც მსოფლიო მედიისთვის განხილვის საგანი გახდა. არ შეეგება ამერიკელი კოლეგა, რომელიც როგორც წესი, სტუმრებს შესასვლელთან თავად ხვდება. ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ოვალურ კაბინეტში ელოდა.

უკვე მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე კი შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. ახალ სამხედრო დახმარებას შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს.

დაითანხმა ბაიდენი და სენატის უმრავლესობის ლიდერი, თუმცა, რესპუბლიკელ სენატორებთან იგივე წარმატებას ვერ მიაღწია. ვერც ზელენსკიმ და ვერც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი ვერ დაარწმუნა, რომ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირონ.

რესპუბლიკელი სენატორების უარი მხოლოდ ამერიკაში რუსეთის ელჩმა მოიწონა. ანატოლი ანტონოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის -ში ვიზიტი ფუჭ მოგზაურობად შეაფასა, შეერთებული შტატები კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

შტატებიდან 200 მილიონი დოლარის დახმარების დაპირების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიაში გადაინაცვლა. სამხედრო დახმარების მიღების მიზნით ახლა შეხვედრებს ოსლოში მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს