ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – ნიკოლ ფაშინიანთან ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა ავრცელებს.
„სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბრისას ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა განვიხილეთ. ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესახებ ევროკავშირის ერთგულება გამოვხატე, რომელიც საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან შეხვედრას მოუთმენლად ველი“, – წერს ანტონიო კოსტა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გასულ კვირას სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.