კახა კალაძე – ვინ არის უსამართლოდ დაკავებული, შეგიძლიათ მითხრათ? ეს ადამიანები კი არ აპროტესტებდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ და ამის უამრავი კადრი არსებობს

ვინ არის უსამართლოდ დაკავებული, შეგიძლიათ მითხრათ? ეს ადამიანები კი არ აპროტესტებდნენ, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, ქვებს ესროდნენ და ამის უამრავი კადრი არსებობს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი და ყველა დანაშაულს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„პოლიცია პარლამენტის შენობასთან თავისთვის დგას, მიდის ძალადობრივი ჯგუფი, ესვრის ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“, ჯოხებს, ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ცხადია, ეს რეაგირების გარეშე ვერ დარჩება. თქვენ გაქვთ იმის სურვილი, რომ ეს ინსტიტუციები არ არსებობდეს, ჩამოიშალოს, მაგრამ ვერ ეღირსებით! დღეს ქართული სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით მოწოდების სიმაღლეზეა. ქვეყანაში დაცული იქნება წესრიგი. ყველა დანაშაულს რეაგირება მოჰყვება“,-განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განმარტებით, მშვიდ ვითარებაში ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ „როდესაც ძალადობაზე გადადიხარ და გაქვს სურვილი, რევოლუცია მოაწყო, არ გამოვა“.
„დამარცხდით, დაგამარცხათ ქართველმა ხალხმა. მილიონ 200 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას და უთხრა არა ფაშიზმს. თქვენ ხართ დამარცხებულები, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, შესაბამისად, მოგიწევთ დაექვემდებაროთ კანონმდებლობას და კანონის ფარგლებში იმოქმედოთ“,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ ისაუბრა -სთან ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ურთიერთობები გადაიტვირთება.
„საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ის, რომ ვიღაცებს აქვთ მცდელობა დაიმონოს ჩვენი ქვეყანა და გახადოს კოლონია, ეს არავის გამოუვა. ყოველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში არის “ქართული ოცნება”. ჩვენ ვიცავთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლით მოიპოვეს. ეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. არავის არ მივცემთ იმის უფლებას, შესაძლებლობასაც, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების გამო შეწიროს ჩემი ქვეყანა, ხალხი.
ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ [აშშ-სთან] ურთიერთობის ნორმალიზებაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი. არავის აქვს უფლება კაბინეტში პრემიერ-მინისტრს, მაშინდელ პარტიის თავმჯდომარეს (მხედველობაში მაქვს – ირაკლი , ) შეურაცხყოფა მიაყენოს და აკეთოს მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას და ამით დაეხმაროს ს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ დავუშვებთ და არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც შეიწირავს ქვეყნის ინტერესს და აქ [საქართველოში] გვექნება იგივე მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ დღეს უკრაინაშია.
თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის განცხადებები, რაც ზოგადად მსოფლიოში ევროპის მიმართ კეთდება, ზოგიერთი კონკრეტული თანამდებობის პირების მიმართ… თქვენ შეგიძლიან ილონ მასკს სოციალურ პლათფორმა X-ზე გაჰყვეთ და ძალიან საინტერესო მესიჯებს მიიღებთ. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ზოგადად მსოფლიოში და რა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე – დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა, ამის მტკიცებულება არსებობს – მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება

პაატა დავითაია – გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმა და ძალადობა ოპონენტებზე, ხელს უწყობს უმართავ პროცესს საზოგადოებაში, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას აკისრია