ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი, ზორან მილანოვიჩი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ლიდერობს, – ინფორმაციას Reuters-ი ხორვატიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ამომრჩევლების ხმები დათვლილია საარჩევნო უბნების 98,65%-ზე.
წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრი, მილანოვიჩი ხმების 74,58%-ით ლიდერობს, მისმა ოპონენტმა, მმართველი „ხორვატიის დემოკრატიული კავშირის“ წევრმა, დრაგან პრიმორაცმა კი ხმების 25,42% მოიპოვა.
შეგახსენებთ, ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 44,15% შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას