გამოცემა “Financial Times” დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს და მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ახალი ავიარეისების დანიშვნის შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს easyJet და British Airways იწყებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
“აპრილიდან თბილისის მიმართულებით easyJet იფრენს, აქამდე აღმოსავლეთით ყველაზე შორ დისტანციაზე easyJet ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ჟენევამდე და მილანამდე დაფრინავდა. ამასობაში British Airways-იც განაახლებს ფრენებს ლონდონის ჰიდროუს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით. ბოლო ფრენა ავიაკომპანიამ თბილისისკენ 2013 წელს შეასრულა. ამ დრომდე დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არის”, – წერს Financial Times. სტატიის ავტორი მკითხველს საქართველოს ტურისტულად საინტერესო ადგილების მონახულებას ურჩევს
“საქართველოში მოგზაურობისას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ქვეყნის მომხიბლავ დედაქალაქს, ასევე სამთო რეგიონებს, შეგიძლიათ ეწვიოთ ყაზბეგსა და სვანეთს”, – წერს Financial Times.

ასევე დაგაინტერესებთ

ამდენი უსამშობლო საქართველოს სიყვარულს გვასწავლის, თან, გულის ჯიბეში ყველას სხვადასხვა ქვეყნის დროშა უდევს, ამიტომ, ქვეყნის განვითარების ერთადერთი პირობაა – ჯაშუშები უნდა გასამართლდნენ!

გარედან წაქეზებული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება დააბრუნებინოს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც მმართველობაში ყოფნის პერიოდში თავი გამოიჩინეს პატიმართა მასობრივი წამებით, რეკეტით, ტოტალური შიშის დათესვით – კარგი ის არის, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის ნეოლიბერალური ფაშიზმის არსი