„ფოტომეიტი“ – ჩეხეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან არის “ჰუავეი”-ს მზის ინვერტორების, ენერგიის შემნახველი სისტემებისა და სხვა აქსესუარების ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის, სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და ევრაზიის 25-ზე მეტ ქვეყანაში. როგორ უჭერს ფოტომეიტი მხარს ადგილობრივი ბაზრის განვითარებას ამის შესახებ „ფოტომეიტის“ სერვისის მენეჯერმა კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ლევან ბოსტიაშვილმა ისაუბრა.
„ჰუავეის“ პორტფელი მოიცავს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: „ინვერტერებს“ იგივე გარდამქმნელებს, ენერგიის შემნახველ სისტემებს, სატრანსფორმატორო მოწყობილობებს, მრიცხველებსა და მათი მონიტორინგის სისტემებს.
„გვაქვს ადგილობრივი საწყობი, სადაც ინახება 20 მეგავატზე მეტი სიმძლავრის „ინვერტერები“ და ასევე საყოფაცხოვრებო მოხმარების ენერგიის შემნახველი სისტემები და პროდუქტს აქვს ქართული გარანტია. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ უწევს ლოდინი ახალი პროდუქტისთვის და ადგილზე შეუძლია მიიღოს ახალი და ჩანაცვლება მოხდეს. ძირითადად ლოდინის ვადა რამდენიმე კვირაა, ვიდრე ევროპიდან ან ჩინეთიდან ჩამოვა პროდუქტი.“- განაცხადა ლევან ბოსტიაშვილმა.
