შალვა პაპუაშვილი – ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა

ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის, ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
„ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვიდან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა“, – წერს სალვა პაპუაშვილი.
ამ სტატუსით პაპუაშვილი გამოეხმაურა რესტორან „ბაბილოსთან”, მოსამართლეების კორპორაციული წვეულების საწინააღმდეგო აქციას, სადაც სხვა ბანერებს შორის იყო ბანერი წარწერით, „ჩაუფურთხე“.