„ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით“ – მარკო მიხელსონი

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.
„გეთანხმები, ძვირფასო მეგობარო, მიხაილ როთ. გარდა ამისა, ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი ს გზით“, – წერს მიხელსონი.
შეგახსენებთ, მიხაილ როთმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ყველა პოლიტპატიმარი უნდა გაათავისუფლოს. „ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, რომელიც დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის და კრიტიკული ხმების გაჩუმებას, ადრე თუ გვიან, წააგებს. ბატონო ივანიშვილო, ახლავე გაათავისუფლეთ ყველა პოლიტპატიმარი!“ – დაწერა როთმა.