რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს

სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას და მის მრევლს დღესასწაულს ულოცავს.
„სომხური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იესო ქრისტეს წინადაცვეთას აღნიშნავს. სახარების მიხედვით, უფლის წინადაცვეთა დაბადებიდან მერვე დღეს მოხდა. წინადაცვეთა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა, რომელიც ახალ აღთქმაში ნათლობის საიდუმლომ ჩაანაცვლა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიას საქართველოში და მის მრევლს დღესასწაულს და წარმატებებს უსურვებს“,-აღნიშნულია მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო