ადვოკატის ინფორმაციით, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებული შაკო მაღრაძე აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ ძალადობრივი მეთოდებით დააკავა

რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული შაკო მაღრაძე აცხადებს, რომ ის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა.
მაღრაძე მისმა უფლებადამცველმა ქალაქის მთავარ სამმართველოში უკვე მოინახულა.
„ამ ეტაპზე 4 ადამიანს ვიცავ, ერთ-ერთი უკვე მოვინახულე, ის აცხადებს, რომ ის გოგა მემანიშვილმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავა, კისერზე ხელი მოუჭირა და წაათრია მანქანამდე, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ყველაზე ცინიკური იცით რა არის? ეს თავისუფალი ადამიანები „ზონდერებმა“ ხომ დააკავეს, მაგრამ სწორედ იმ მოსამართლეებმა უნდა გაასამართლონ, ვის საქციელსაც ისინი აპროტესტებდნენ”,- განაცხადა ტყეშელაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რესტორან „ბაბილოსთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 12 იანვარს 9 პირი დააკავეს.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
რესტორან „ბაბილოსთან“ აქცია გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, იმ დროიდან დაიწყო, რაც რესტორანში მოსამართლეებმა დაიწყეს შეკრება.
რესტორანში კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა. ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული რაოდენობის მობილიზება გახდა საჭირო, მათ შორის ტერიტორიაზე განლაგდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები. საბოლოოდ მოსამართლეებმა რესტორანი საპოლიციო კორდონის საშუალებით დატოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო