ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 16 იტონის ხანძარს ემსხვერპლა და 8 – პალისეიდსის ხანძარს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მსხვერპლის რეალური რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება, რადგან ბევრ ადგილამდე მისვლა უსაფრთხო არ არის.
105 000-ზე მეტი მცხოვრები კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ იმყოფება. ლოკალიზებულია პალისეიდსის ხანძრის მინიმუმ 11%-ი და იტონის ხანძრის 27%.
CNN-ის ინფორმაციით, მეხანძრეები ხანძრის წინააღმდეგ ექვსდღიანი ბრძოლის კრიტიკულ ეტაპზე არიან. სახანძრო ეკიპაჟები აცხადებენ, რომ პროგრესს აღწევენ, მაგრამ ოფიციალური პირების თქმით, ხანძრის საფრთხე კვლავ ძალიან მაღალი დარჩება, რადგან კვირის დასაწყისში მოსალოდნელია სახიფათო „სანტა ანას“ ქარის დაბრუნდება.