,, ამათი განაჩენის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს კაცს? ან ამას განზრახ, ცინიკურად აკეთებენ, რომ ისინიც კი გააბრაზონ, ვინც დღეს ჯერ კიდევ არ გაბრაზებულა!” – ირმა ინაშვილი

,, ამათი განაჩენის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს კაცს? ან ამას განზრახ, ცინიკურად აკეთებენ, რომ ისინიც კი გააბრაზონ, ვინც დღეს ჯერ კიდევ არ გაბრაზებულა!” – ირმა ინაშვილი
,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი:
,,არ არის ქვეყანაში ის ვითარება, რომ მოსამართლეთა სრულიად დისკრედიტებული კლანი პომპეზურ ბანკეტს მართავდეს და ყელმოღერებული ზეიმობდეს. მეტს ვიტყოდი, ეს რომ მეტ- ნაკლებად პატიოსან ხალხს ეხებოდეს და არა მურუსიძის დეგრადირებულ კლანს. ამათ საერთოდ რა უნდა მოთხოვო და რომელ ზომიერებასა და გონივრულობაზე უნდა ელაპარაკო?! ქვეყნის მართლმსაჯულების წამყვანი პირები რომ სიტუაციას ვერ გრძნობენ, ადგილისა და დროის შერჩევის ტვინი არა აქვთ, ამათი განაჩენის იმედი როგორ უნდა ჰქონდეს კაცს? ან ამას განზრახ, ცინიკურად აკეთებენ, რომ ისინიც კი გააბრაზონ, ვინც დღეს ჯერ კიდევ არ გაბრაზებულა! და ეს კიდევ სხვა მსჯელობის საგანია… წადი, დალოცვილო, და თუ ასე გემღერება და გეცეკვება, სხვა ადგილი შეარჩიე, თვალს მაინც მიეფარე, ამას რა დიდი ანალიტიკური უნარები უნდა?! ან რომელი სიმართლისა და სამართლიანობის მსხაური და დარაჯი შენ ხარ, რომ ხალხს შენი გადაწყვეტილებებით ახარებდე და მერე, საკუთარი სიკეთით გახარებული, ცეკვა- სიმღერის ხასიათზე დგებოდე?! სირცხვილია ეს ყველაფერი, ეს ხალხი ჩამოსაშორებელია სასამართლო სისტემიდან, ამას ვამბობთ ჯერ კიდევ 2012 წლიდან!!!!!!!!!!!!
P.S. ძალიან საინტერესოა, რომ ამ წუთებში რუსთავი 2-ზე გადის ფილმი “სათამაშო”. ეტყობა, ვინც ბადე შეადგინა, კონტექსტზე ბევრი იფიქრა.“