კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:
❗️სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს❗️ ეს საჩვენებლი დაკავებები რაც ახლა დიღომში “ბაბილოსთან” ხდება, რაც ბათუმში გუშინ და დღეს ვნახეთ, მოსალოდნელი იყო. რეჟიმი ქუჩაში ახალი სტრატეგიით ბრუნდება. მან ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებით კედელზე თოფი დაკიდა და ვასაგები იყო, რომ ეს თოფი ადრე თუ გვიან გავარდებოდა. პოლიცია უბრუნდება ძალადობრივ სტრატეგიას, იმას რასაც წინააღმდეგობის პირველ დღეებში მიმართავდა. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი იყო. ქუჩას დიდი ხანი ვერ დათმობდა “ქართული ოცნება”, ძალაუფლება არ არსებობს თუ ის არ ჩანს, თვითმარქვია ხელისუფლება კი თვეზე მეტია უბრალოდ იმალება. ამისთვის მზად ვართ. ეს მარტივი გასათვლელი იყო. ამიტომ ვიცით რა უნდა დავუპირისპიროთ ამას: მეტი ბრაზი!
მეტი სიმტკიცე!
მეტი ერთობა! ამეებთან რეჟიმი უძლურია.