ჯოზეფ ბორელი – ჩვენი დაპირებები უნდა შევასრულოთ, იმედგაცრუებას თავი ავარიდოთ – საქართველომ წარმატებას მიაღწია, მუშაობა უნდა გააგრძელოს

გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა – საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა დაპირებები უნდა შეასრულოს.
“გაფართოება ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკაა. როგორც საგარეო პოლიტიკის პასუხისმგებლისთვის, ჩემთვის, გაფართოება ძვირფასი, ფუნდამენტური საკითხია.
ბევრი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ხანია გვაქვს ვალდებულებები, უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ.
რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ, იმედგაცრუებას ავარიდოთ თავი და შევასრულოთ მოლოდინები, რომლებიც შეიქმნა”, – განაცხადა ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალკე საქართველოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
“საქართველოს საქმეები კარგადაა. საქართველომ წარმატებას მიაღწია, საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს, კარგ გზაზე არიან”, – განაცხადა ბორელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად