ამერიკელმა მესაზღვრეებმა ვაგნერის ყოფილის მებრძოლი დააკავეს – პრალიევი აშშ-ში შეღწევას ცდილობდა

ნაღდი ფულით, დრონით და ორი ქვეყნის პასპორტით მექსიკიდან ამერიკაში შეპარვას ვაგნერის ყოფილი მებრძოლი ტიმურ პრალიევი ცდილობდა. ამერიკელმა მესაზღვრეებმა 31 წლის კაცი, რომელიც პუტინმა საგანგებო სიგელით რამდენიმე კვირის წინ დააჯილდოვა, 4 იანვარს დააკავეს. პრალიევი ყაზახეთის მოქალაქეა, თუმცა ამავდროულად, რუსული პასპორტიც აქვს, რაც დამატებით კითხვებს აჩენს, რადგან ყაზახეთი ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს.
რა მიზეზით ცდილობდა შტატებში შესვლას ყოფილი ვაგნერელი ჯერ-ჯერობით უცნობია.