პოლონეთმა სლოვაკეთის დელეგაციას არ მისცა საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მოსკოვში გასაფრენად

პოლონეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება არ მისცა ს საპრალამენტო დელეგაციას, რომელიც მოსკოვში მიემართებოდა და დეპუტატებს მოუწიათ ჩეხეთის და გერმანიის საჰაერო სივრცით გაფრენა – ამ ცნობას ავრცელებს ეროვნული საბჭოს ვიცესპიკერი, ანდრეი დანკო, მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო TASR-ი.
“ეს მიდგომა არ მესმის, მაგრამ ესაა რეალობა, რომელსაც უნდა შევურიგდეთ” – აღნიშნა დანკომ პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების პასუხად.
მოგვიანებით დელეგაციის წევრმა, პეტერ გაშპარმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა მოსკოვის აეროპორტში “ვნუკოვო” – იუწყება სააგენტო TASS-ი.
TASR-ის თანახმად, დელეგაციის წევრებს შორის არის პარლამენტის ორი ვიცესპიკერი – ანდრეი დანკო და ტიბორ გაშპარი, ასევე რამდენიმე დეპუტატი. მათი ვიზიტის მთავარი მიზანია ს გაზის სლოვაკეთისთვის მიწოდების გაგრძელების საკითხისა და უკრაინის ომის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივის განხილვა.
ორშაბათს დანკო და გაშპარი შეხვდებიან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს, სამშაბათს – ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს, ს.
ანდრეი დანკო ვიზიტამდე აღნიშნავდა, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ რუსეთთან დიალოგი მოსკოვში თავისი ვიზიტის დროს დაიწყო. ახლა სლოვაკეთი გეგმავს რუსეთთან ურთიერთობა პარლამენტის დონეზე განავითაროს.
საპარლამენტო დელეგაცია რუსეთიდან სლოვაკეთში 15 იანვარს უნდა დაბრუნდეს.
სლოვაკეთის პრემიერი, რობერტ ფიცო მოსკოვში 22 დეკემბერს ჩავიდა. თავად ფიცო ამბობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი ჩასვლა იყო რეაქცია უკრაინის პრეზიდენტის, ს სიტყვებზე – რომ არ გეგმავდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულების გაგრძელებას 2024 წლის შემდეგ.
ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეწყვეტის ფასი მისი ქვეყნისთვის იქნებოდა ერთნახევარი მილიარდი ევრო, იმ ტრანზიტული ნაკადების მოგების დაკარგვის გამო, რომლებიც ევროპის კიდევ უფრო სიღრმეში მიედინებოდა.
ზელენსკიმ ფიცოს მოსკოვში ვიზიტი მკაცრად გააკრიტიკა – მისი თქმით, ამ ვიზიტით უნდა დაინტერესებულიყვნენ “სლოვაკეთის სამართალდამცავი ორგანოები და სპეცსამსახურები”.
რამდენიმე დღის წინ ბრატისლავაში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც გაიმართა სლოვაკეთის მთავრობის კრემლთან დაახლოების წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ აქტივისტები მოძრაობიდან “მშვიდობა ს”, მთავარი ლოზუნგი კი იყო “სლოვაკეთი ევროპაა – კმარა რუსეთი!”.