ნინო ლომჯარია – მიუხედავად იმისა, რომ აშკარად არსებობს პრობლემები და კიდევ უფრო რთულია ვითარება, ვიდრე გვეგონა, მოლოდინი, მაინც პოზიტიური მაქვს, იმედი მაქვს, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდებიან სწორ გადაწყვეტილებაზე

„საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში, სადაც პრეზიდენტი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს ხვდება, მივიდა ზურაბიშვილის გზავნილების მოსასმენად.
მისივე თქმით, ღონისძიებაზე მიიწვიეს, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი.
„დღეს მომიწვიეს, როგორც ყოფილი თანამდებობის პირი და მოვედი ღონისძიებაზე დასასწრებად. როგორც მითხრეს შემაჯამებელი ღონისძიებაა იმ კამპანიის, რაც პრეზიდენტმა აწარმოა. მოვედი მისი გზავნილების მოსასმენად“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პოზიტიური მოლოდინი აქვს.
„პოზიტიური მოლოდინი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებმა გამოაჩინა, რომ ამ პროცესში აშკარად არსებობს პრობლემები და კიდევ უფრო რთულია ვითარება, ვიდრე ცოტა ხნის წინ გვეგონა. მოლოდინი, მაინც პოზიტიური მაქვს, იმიტომ, რომ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდებიან სწორ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება მნიშვნელოვანი მათთვისაც და ჩვენი რეგიონისთვისაც“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 4 ოქტომბერი ვაქციოთ ხელისუფლების იძულების დღედ, ცხელ კვალზე უნდა დავიჭიროთ – არ მივცეთ უფლება, გამოიტანოს დახატული ოქმები, უბნებზე 100 000 კაცი რომ გადანაწილდება, ვნახავთ, რამდენი პოლიციელი ჰყავთ ჩვენს საცემად

რიკარდ იოზვიაკი – ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არაპოპულარულია – იტალიის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 8 წევრი წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობას მიაყენებს ზიანს