ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყნისთვის ზიანის დაყენება ვინმემ შეძლოს, მისი გამოსწორება ისევ იმ უმრავლესობის ზურგზე გადაივლის, რომელიც ჯერ კიდევ ამ ყველაფერს ითმენს

ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყნისთვის ზიანის დაყენება ვინმემ შეძლოს, მისი გამოსწორება ისევ იმ უმრავლესობის ზურგზე გადაივლის, რომელიც ჯერ კიდევ ამ ყველაფერს ითმენს
„ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს,” – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერი . როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ოპოზიციის ქმედებები, რომლებიც მიმართულია მოსამართლეების, პოლიციელების, კანონმდებლების მისამართით, მიუღებელია მოსახლეობის უმრავლესობისათვის და ეს მათ არჩევანშიც აისახა.
„მოსამართლეებზე, პოლიციელებზე, დეპუტატებზე და ზოგადად, საწინააღმდეგო პოზიციებზე მდგომ მოქალაქეებზე თავდასხმა, მხოლოდ სისუსტის მაჩვენებელია.
პოლიციელებს ედავებიან, რომ თავად „ხლაპუშკებით” საკანონმდებლო ორგანო ვერ დაიპყრეს, მოსამართლეებს უწუნებენ „მოლოტოვიშნიკების” და პოლიციელებზე თავდამსხმელების დასჯას.
კანონმდებლებს ოჯახური ფასეულობების, ქართული ტრადიციების დაცვა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი
რუსულად „მოუნათლეს”, საწინააღმდეგო აზრს მის განადგურებამდე ებრძვიან და ამ უმცირესობას ასეთი ქვეყანა რომ სურს, სწორედ ამიტომ მათ უმრავლესობა მხარს არ უჭერს. ეს იყო და იქნება არჩევნებში მათი მარცხის ძირითადი მიზეზი. ასეთი ქვეყანა გვქონდა და ასეთი საზოგადოებას აღარ სურს, რაც არ უნდა მოჩვენებითი სიმრავლე დაგეგმოს დამკვეთმა.
ღმერთმა ნუ ქნას და ქვეყნისთვის ზიანის დაყენება ვინმემ შეძლოს, მისი გამოსწორება ისევ იმ უმრავლესობის ზურგზე გადაივლის, რომელიც ჯერ კიდევ ამ ყველაფერს ითმენს.
ქვეყანა იმათ იმედად ვერ იქნება, ვინც მხოლოდ სიტყვაზეა მზად ომშიც წავიდეს, მაგრამ ქართულ ჯარში წასვლასაც არიდებს თავს,” – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 4-ჯერ და მეტად არის გაზრდილი დანახარჯები ჯანდაცვის სფეროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 2012 წლის შემდეგ 73%-დან 41%-მდე შემცირდა, გრძელდება ყველა წარმატებული ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება

სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი