სალომე ასათიანი: ამ გაბედულ და ძალაუფლებით გახრწნილ ღერძებთან დაპირისპირებაში გამობრძმედილ ხალხს ვერ შეაშინებენ

“აუცილებლად მოვა დრო, როცა გამოცემა “ბათუმელების” ისტორიას ახალგაზრდა ჟურნალისტები ისწავლიან – როგორც პროფესიონალიზმის, კეთილსინდისიერების, საქმისადმი უპირობო ერთგულების იშვიათ მაგალითს, ყველა ყაიდის ავტორიტარის პირობებში – ასლან აბაშიძიდან მოყოლებული. ლოგიკურია, რომ დღევანდელი აწყვეტილი პოლიტიკური ძალმომრეობაც მათ მიადგა ახლა. მაგრამ ფუჭია ეს ყველაფერი – ამ გაბედულ და ძალაუფლებით გახრწნილ ღერძებთან დაპირისპირებაში გამობრძმედილ ხალხს ვერ შეაშინებენ. ჩემი სოლიდარობა და დიდი პატივისცემა კოლეგებს,” – წერს სოციალუე ქსელში “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი სალომე ასათიანი.