“საინტერესო, სასიხარულო და უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ….” – ბაინდურაშვილი

“საინტერესო, სასიხარულო და უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ….” – ბაინდურაშვილი
ცოტა საინტერესო, ალბათ უფრო ჩემთვის სასიხარულო და უცნაური ამბავი უნდა მოგიყვეთ….
ამასწინათ ჩემი ტაჯიკი თანამშრომელი ღვიძლს არჩევდა, მისმა მეგობარმა ტაჯიკმა მიმტანმა შემოსძახა: -რას აკეთებ ნაჯიკ? ამან ტაჯიკური ჩართა მყისიერად (აზიელ მეგრელებს ვეძახი, იგივე ემართებათ ამათაც ერთმანეთის დანახვაზე)… -ჯიგარს ვარჩევ! ის ვარჩევ ვერ გავიგე მაგრამ მივხვდი და პირი ღია დამრჩა! აღმოჩნდა რომ ჯიგარი ტაჯიკებთანაც ჯიგარია. ვუთხარი ჩვენთან სიყვარულს გამოხატვისა დროსაც ვხმარობთ ამ სიტყვასმეთქი… ამათმაც იგივე მითხრეს! გოგო თუ გვიყვარს და ახლობელია. “ჩემო ჯიგარო” ასე მივმართავთო…. მე რა გამაჩერებდა ?! აღმოჩნდა რომ სურათიც სურათია… მადლობა, მადლობათ… (სალიტერატორო ენაში შემორჩაო).. და საერთოდ გუშინ ქარულ ფილმს ვაყურებინე, თავისი სურვილით გადაწყვიტა საქართველოზე უფრო მეტი გაიგოს. და ადათი რომ გაიგო, ნაჯიკამ ყურები ცქვიტა და ადათიც იგივე მნიშვნელობით ქონიათ ხმარებაში…. არის სოფლები სადაც დედა და მამა, დედა და მამაა! კიდევ ბევრი მსგავსი სიტყვა მსგავსი მნიშვნელობით, მაგრამ საოცარი ისაა რადიკალურად გასხვავებულია ჩვენი ენები… გარეგნობით კავკასიელების მსგავსები არიან, ამ შუა აზიელებისგან ძალიან განსხვავებულები, უფრო კარგები ვიდრე სხვები…. ისაც ვიცი რომ აქ აზიაში ერთადერთი ინდო-ევროპელები ესენი არიან! მამაჩემს ჯარში ტაჯიკი მეგობრები ყავდა და სულ იძახდა მაგათზე კარგი და ერთგული ხალხი არ შემხვედრიაო… მეც აქ რომ არავინ მყავს არც ქართველი და არც არავინ ესენი ქართველებად გავიხადე ამ ყველაფრიდან გამომდინარე… ზაფხულში ქორწილში ვარ დაპატიჟებული და იმედია წავალ, აი ქართულ ქორწილში თუ ამოვყავი თავი მერე მეძებეთ გულდასმით ! ეხლა ყველაფერი უნდა გამოვიკვლიო, გამოვიძიო, ტაჯიკისტანში წავიდე და ვნახო იქაურობა და იქაურები!
ჭირი იქა, ლხინი მანდა, ქატო იქა ფქვილი მანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება