ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესის ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის ოთხ კერას ებრძვიან, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის 11%-ი, ხანძარი საფრთხეს უქმნის ბრენტვუდის ანკლავს, სადაც მდებარეობს გეტის ხელოვნების მუზეუმი, ასევე ენსინოს უბნისა და მანდევილის კანიონის ნაწილებს. სიდიდით მეორე არის იტონის ხანძარი, რომელიც მოიცავს 14 118 აკრს, ამ დროისთვის ხანძრის 15%-ი ლოკალიზებულია. კენეტის ხანძარი 1 052 აკრ ტერიტორიას მოიცავს, ამ დროისთვის ლოკალიზებულია 90%-ი, ხოლო ჰერსტის ხანძარი 799 აკრ ტერიტორიაზეა გავრცელებული და ლოკალიზებულია 76%-ი.
დაღუპული 16 ადამიანიდან 11 იტონის ხანძარს ემსხვერპლა, 5 – პალისეიდს. ამ დროისთვის, 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.
რეგიონში ქარი ძალას იკრებს და მოსალოდნელი პროგნოზით, უახლოეს დღეებში გაძლიერდება, რაც, პოტენციურად, ხანძარს კიდევ უფრო გაამწვავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო