“ბაიერნის” შემტევმა კინგსლი კომანმა, რიო ფერდინანდთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოგბა საუკეთესო ფეხბურთელია, ვის გვერდითაც კი ოდესმე უთამაშია.
ფრანგი შემტევის თქმით, პოლს “მანჩესტერ იუნაიტედში” ცუდად მოექცნენ.
“ბევრი ძლიერი თანაგუნდელი მყოლია, მაგალითად, ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, ტიაგო ალკანტარა… თუმცა პოგბა სულ სხვა იყო.
მას “მანჩესტერ იუნაიტედში” ისეთი რაღაცების გაკეთებას სთხოვდნენ, რასაც მსოფლიოს არცერთი ნახევარმცველისგან არ ითხოვენ, არ ვფიქრობ, რომ “იუნაიტედის” წარუმატებლობა მისი ბრალი იყო”, – განაცხადა კომანმა.
შეგახსენებთ, პოგბა და კომანი ერთად “იუვენტუსში” და საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობდნენ.