„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას საერთო ჯგუფთან ერთად ერთი კვირაა არ უვარჯიშია და „ვერონასთან“ მატჩში განაცხადშიც არ იქნება. ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ ანალოგიური პრობლემები ჰქონდათ „ნაპოლიდან“ წასვლისას ალანსა და ვიქტორ ოსიმენს, რომლებიც ტრავმების მომიზეზებით თამაშს თავს არიდებდნენ. Sky Sport-ის ჟურნალისტმა მასიმო უგოლინიმ განაცხადა, რომ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს არ უნდა გუნდში უმოტივაციო და უკმაყოფილო ფეხბურთელი, სურს მალე წავიდეს და მისი არყოფნა ახლა ყველასთვის უკეთესია.
Il Mattino-ს მტკიცებით, ხვიჩას და პსჟ-ს შორის წინასწარი შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტს 2029 წლამდე გაუფორმებენ, მისი წლიური
ხელფასი 10 მილიონი იქნება, რაც ამჟამინდელ გასამრჯელოზე თითქმის რვაჯერ მეტია და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. კლუბებს შორის კი საბოლოო მოლაპარაკება მომავალ კვირაში გაიმართება, როდესაც „ნაპოლის“ მფლობელი აურელიო დე ლაურენტისი ლოს-ანჯელესიდან დაბრუნდება.
საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „კვარასგან“ განსხვავებით რამდენიმე ფეხბურთელს ხელფასი მოუმატეს, ქართველის მიმართ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება გაუგებარია და განშორების მიზეზი სწორედ ესაა.