“ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს” – სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ, თავისი საუკეთესო მეგობრის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
როგორც აგუერომ განაცხადა, “ლა პულგას” 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს.
“გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი მაქვს. მე და ლეო WhatsApp-ში ხშირად ვსაუბრობთ, მან მითხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად უკანასკნელად ასპარეზობა სურს”, – განაცხადა აგუერომ.
შეგახსენებთ, 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, და მექსიკა უმასპინძლებენ.