ბოლო ერთ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანია პოზიციონირებს.
ბოლო ერთ კვირაში სამივე კომპანიის აქციების ფასის ვარდნა ფიქსირდება.
უფრო კონკრეტულად, მათი აქციების ფასის ცვლილება გასულ კვირას ასეთია:
ს ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 3.23%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 45 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 2.2 მილიარდ სტერლინგს აღწევს.
ბანკის ჯგუფის” (TBC Bank Group PLC) აქციების ღირებულება 2.73%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება “საქართველოს კაპიტალის” (Georgia Capital PLC) აქციები 7.73%-ით შემცირდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11.46 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 534.1 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
რაც შეეხება ბოლო 6 თვის კაპიტალიზაციის მაჩვენებლებს, ბოლო 6 თვეში “საქართველოს კაპიტალის” საბაზრო კაპიტალიზაცია 9.14%-ით გაიზარდა. “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 2.89%-ით გაიზარდა, ხოლო “საქართველოს ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია 3.09%-ით გაიზარდა.
წყარო: Galt & Taggart