“მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”- რას ამბობს თინა ხიდაშელი

“ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზეა აწყობილი,“ – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილმა მინისტრი, თინა ხიდაშელი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას.

თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებული მოქალაქეების საქმეზე მომუშავე მოსამართლეები ნოტარიუსებს შეადარა.

“სასამართლო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონდეს იმას, რაც ხდება ქუჩაში, რა განწყობაზეა ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. გადაწყვეტილებები კანონის დაცვით უნდა მიიღებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, სადაც ეს ყველაფერი გამქრალია და ერთადერთი შემადგენელი, რომელიც წყვეტს იმას, ვის რა განაჩენი ექნება, რომელი მოსამართლე რა ბედს გადაუწყვეტს ადამიანებს.

ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე აწყობილია სახელისუფლებო პარტიის პოლიტიკურ ნებაზე, იმაზე, ვინ ვისზეა გაბრაზებული, ვის ვისთან ანგარიშსწორების სურვილი აქვს. მოსამართლეები, როგორც ნოტარიუსები, ამ გადაწყვეტილებებს ბეჭდავენ”, – ამბობს თინა ხიდაშელი “ტვ პირველთან“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც