მედია – გერმანიაში ულტრამემარჯვენეების კონფერენციის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

გერმანიაში ულტრამემარჯვენეების კონფერენციის წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კონფერენცია დღეს დილით იყო დაგეგმილი, თუმცა დემონსტრანტებმა ქალაქ რიზაში გზები გადაკეტეს და კონფერენციის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრანტები საქსონიის მხარეში გერმანიის 70-მდე ქალაქიდან ჩავიდნენ.
კონფერენციაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თანათავმჯდომარეს, ალის ვაიდელს 23 თებერვალს გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ