უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 47 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 74 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 47 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 27 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, კიროვოგრადისა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.
ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად უკრაინის შვიდ ოლქში კერძო სახლები, სხვადასხვა დაწესებულებები და ავტომობილები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორ ეხმაურება მამა ექვთიმე ზაალ ლატარიას განცხადებას, რომ ტა­ძარ­ში ქა­ლიშ­ვი­ლის დას­ვე­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს – “ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს”

ხატია დეკანოიძე: ორი კვირაზე მეტი გავიდა შანიძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან… საკმარისი მტკიცებულებები დაგროვდა იმისთვის, რომ პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპასუხონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს