ახლავე და სასწრაფოდ – გოგლიჩიძის შეძენას “მილანი” გეგმავს

ქართველი ფეხბურთელების მიმართ მთელ ევროპაში მზარდი ინტერესია, რაც გულშემატკივარს უთუოდ გაახარებს. ამჯერად იტალიურ მედიაში ცნობა “ემპოლის” მცველის საბა გოგლიჩიძის შესახებ გავრცელდა.
OneFootball-ს ცნობით, “მილანს” უნდა “იუვენტუსს” დაასწროს, გოგლიჩიძეს კონტრაქტი ახლავე გაუფორმოს და მდიდარი გამოცდილების მისღებად და კლასის ასამაღლებლად ზაფხულამდე იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.
აღნიშნულია, რომ ახალგაზრდა ქართველმა “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება მოახერხა და “როსონერის” ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება მოახდინა.
Berita AC Milan Terbaru წერს, რომ დიდი კლუბებისთვის გოგლიჩიძის ასაკის და პოტენციალის გათვალისწინებით, გადაბირება ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში მომხიბვლელი ვარიანტია და “მილანმა” უნდა იჩქაროს. ხაზგასმულია, რომ ამას
ხელს ისიც შეუწყობს, რომ სამომავლოდ “მილანი” და “ემპოლი” შეიძლება სატრანსფერო საკითხებში სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.
გამოცემის მტკიცებით, მილანური კლუბის სწრაფი მოქმედება გოგლიჩიძის შეძენის ძალიან სერიოზულ განზრახვაზე მეტყველებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში