რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს – Reuters

Reuters-ი -ის სახაზინო დეპარტამენტის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ რუსეთის ნავთობის მრეწველობის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ სანქციებს დააწესებს.
საერთაშორისო გამოცემა იტყობინება, რომ შავ სიაში დაახლოებით 180 გემი, ათობით მოვაჭრე, ორი მსხვილი ნავთობკომპანია და რუსული ნავთობის ინდუსტრიის ზოგიერთი მენეჯერი მოხვდება.
კერძოდ, ოფიციალური ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის – Gazprom Neft-ისა და Surgutneftegaz-ის, ასევე მზღვეველების – Ingosstrakh-ისა და Alfastrahovanie-ის მიმართ, რომლებიც აზღვევს ინდოეთში რუსული ნავთობის მიმწოდებელი გემების უმეტესობას.
Reuters-ის ცნობით, აღნიშნულმა ინფორმაციამ პარასკევს ნავთობის მსოფლიო ფასების 3%-ით (დაახლოებით 80 დოლარით) ზრდა განაპირობა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტის სერიოზულ შეფერხებებს გამოიწვევს მისი მთავარი მყიდველებისთვის – ინდოეთსა და ჩინეთისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…