რუსული საავიაციო “რულეტკა” – მთვრალი მფრინავები, პილოტის ყალბი მოწმობები და ჰაერში გადმოკიდებული 70-ტონიანი ჯართი

6 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქის – ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას „ბოინგ-737-800“-სი ბეწვზე გადაურჩა ავიაკატასტროფას – ეკიპაჟის მოქმედების მიუხედავად, ფრთასხმულობის მექანიზმი არ გადავიდა დაშვების რეჟიმში, რამაც უკიდურესად სახიფათო გახადა 70-ტონიანი სამგზავრო ლაინერის დაჯდომა ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე…

დღე-ღამეში მთელ მსოფლიოში ათი ათასობით სამგზავრო რეისი სრულდება და ასეთი ან კიდევ უარესი საავიაციო შემთხვევების სრული გამორიცხვა შეუძლებელია, ამიტომაც ცნობილი რუსული ავიაკომპანიის – „აეროფლოტის“ ამ „ბოინგის“ სახიფათო დაშვებაც ბაქოს აეროპორტში, თითქოს არ უნდა გამხდარიყო განსაკუთრებული მსჯელობის საგანი, მაგრამ…

…მაგრამ ის, რომ ამ ზამთრის დაწყებიდან სულ რაღაც ათიოდე დღეში, 1-ელიდან 10 დეკემბრის ჩათვლით, ს ფედერაციაში რეგისტრირირებული საავიაციო კომპანიების სამგზავრო და სატვირთო ლაინერებთან დაკავშირებით არანაკლებ… 42(!) საავიაციო ინციდენტი დაფიქსირდა…

ჩამოვთვლით მათ ნაწილს, ყველაზე სერიოზულს:

1 დეკემბერი – 5 საავიაციო შემთხვევა

ნოვოსიბირსკიდან აფრენილ, რუსული ავიაკომპანია „ირაეროს“ კუთვნილ, ასევე რუსული წარმოების „სუპერჯეტ 100“-ს დაუფიქსირდა ფრთაწინებისა და ფრთაუკანების მექანიზმების მწყობრიდან გამოსვლა, რის შემდეგაც გაითიშა ავტოპილოტიც.

სოჭში დაშვებისას „ურალის ავიახაზების“ „ეირბას-321“-ს გაეთიშა ერთი ჰიდროსისტემა.

კალინინგრადში დაშვებისას ისევ „ურალის ავიახაზების“ ისევ „ეირბას-321“-ის მართვის ორგანოების ხელსაწყოები მწყობრიდან გამოვიდა.

2 დეკემბერი – 3 საავიაციო შემთხვევა

სანქტ-პეტერბურგიდან მოსკოვში მფრენ „აეროფლოტის“ „ეირბას-321“-ს მარცხენა ტურბორეაქტიული ძრავა გაეთიშა.

მოსკოვიდან სკენ გაფრენილი „აეროფლოტის“ ბოინგ-737“-ი უკან მოაბრუნეს, რადგან… სალონის ერთ-ერთი კარი გაიღო.

3 დეკემბერი – 6 საავიაციო შემთხვევა

ყაზანიდან მოსკოვში დაშვებულ „აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს დაუფიქსირდა მარჯვენა ძრავის სახიფათო ვიბრაცია.

ირკუტსკის აეროპორტში დაჯდომისას „ირაეროს“ „ან-26ბ“-ს… წინა შასი დაეკეცა.

4 დეკემბერი – 4 საავიაციო შემთხვევა

ამ დღეს რუსული ავიაკომპანიების ოთხი რეისი შეწყდა აფრენამდე, სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის, მათ შორის – ძრავების გაუმართაობის გამო.

5 დეკემბერი – 4 საავიაციო შემთხვევა

ავიაკომპანია „პობედას“ „ბოინგ-737“-ი მოსკოვიდან აფრენისთანავე, მალევე, შერემეტიევოს აეროპორტში დაბრუნდა, თვითმფრინავის ჰიდროსისტემაში გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების გამო.

„პობედას“ კიდევ ერთი „ბოინგი-737“-ი სათადარიგო აეროდრომზე დაეშვა, მეტეოხელსაწყოების მთლიანად მწყობრიდან გამოსვლის გამო.

6 დეკემბერი – 6 საავიაციო შემთხვევა

„აეროფლოტის“ „ეირბას-320“-ს პერმიდან აფრენის წინ საბარგო ნაკვეთურის კარი გაეღო.

ვნუკოვოში დაშვებისას „იუტეირის“ „ბოინგ-737“-ს ერთი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

„გაზპრომავიას“ „იაკ-42“-ს ფრენისას ორი ჰიდროსისტემა გაეთიშა.

მოსკოვიდან პეტროპავლოსკ-კამჩატკისკენ მფრენ „აეროფლოტის“ „ბოინგ-777“-ის ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა.

ვრცლად 

ასევე დაგაინტერესებთ