24 წლის მცველი ლევან ხარაბაძე ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელია.
ხარაბაძე წლების განმავლობაში “დინამო თბილისისა” და “დინამო ბათუმის” ღირსებას იცავდა. იყო კვიპროსულ “პაფოსსა” და შვეიცარიულ “ციურიხში”.
“ტორპედოს” ახალწვეულს როგორც ყველა ასაკობრივ, ისე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში (3 მატჩი) აქვს ნათამაშები.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
წყარო: FC Torpedo Kutaisi