ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში მსგავსი მაგალითიც ვერ მოიყვანეს

ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს ს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში მსგავსი მაგალითიც ვერ მოიყვანეს
წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ მოიყვანა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა. დეპუტატი გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს „ქართული ოცნება“ რუსეთის საქმეს აკეთებს.
„რუსეთს რომ ტერიტორიები გადააბარეს და შემდეგ ეს ყველაფერი რომ „გაუპრავეს“ რეზოლუციებითა და ტალიავნის დასკვნით, ამის შემდეგ კი რუსეთს რომ მისცეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად საქართველოს ხმა, რომელიც იყო გადამწყვეტი, ეს არის რუსული საქმე. წაგებული ომის შემდეგ ფაქტობრივად ყველა სტრატეგიული ობიექტი რომ გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, ზუსტად ეს ნიშნავს რუსეთის გავლენების გაზრდას საქართველოში და ჩვენ შემთხვევაში, მსგავსი, ამის მეასედი მაგალითიც კი ვერავინ მოიყვანა. ეს არის ბინძური პროპაგანდა. როდესაც პოლემიკაში შედიხარ ადამიანთან და ეკითხები – მითხარი, რუსული რა გავაკეთე, ვერავინ ვერაფერს გეუბნება და ამბობენ, ასე იძახიანო; ვიღაცამ შეიძლება თეთრზე შავი გითხრას და ეს არ უნდა დაიჯერო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები დიდი ხანია ფსკერზე არიან, ადამიანს მონას მხოლოდ იმიტომ უწოდებენ, რომ ის სახელმწიფოს ემსახურება – შეეშვით პულიციელების ბულინგს, ღმერთმა არ ქნას და რამე რომ მოხდეს, ისევ ამ ბიჭების დასაცავები იქნებით!