ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო – ზურაბიშვილი მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიაზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი , გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ მის დასახელებას 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად. ს თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი.
“ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებისას, მაკკეინის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ “ამ სტიპენდიის ფარგლებში, ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი სა და დემოკრატიული გზის გასატარებლად თავის ქვეყანაში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ